წარმოგიდგენთ სამოდელო გაკვეთილების გეგმებს, რომელიც ამ სასწავლო წელს ჩავატარე
სამოდელო გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი: ნინო მთვარელიშვილი
საგანი: ქიმია
გაკვეთილის ტიპი: გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული(კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება)
სწავლების საფეხური/კლასი: 102 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 8
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლე შეძლებს:
· მოცემული იონური მიმოცვლის რეაქციების მოლეკულური, სრული და შეკვეცილი იონური ტოლობების შედგენას ყოველ ჯერზე სწორად;
· შეკვეცილი იონური ტოლობების შესაბამისი მოლეკულური და სრული იონური ტოლობების შედგენას ყოველ ჯერზე სწორად;
· კრიტიკული და შემოქმედებითი უნარების გაუმჯობესებას სხვადასხვა სახის იონური მიმოცვლის რეაქციის მაგალითის განხილვის საფუძველზე;
· მსჯელობას იონური მიმოცვლის რეაქციების მიმდინარეობის პირობებსა და მიზეზებზე. მოიყვანს შესაბამის არგუმენტებს და შეკვეცილი იონური რეაქციების აღდგენის დროს მოახდენს ამ რეაქციების ინტერპრეტირებას.
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო (წთ)
|
1
|
ვაგვარებ საორგანიზაციო საკითხს. მოსწავლეებსვაცნობ გაკვეთილის მიზანს და შეფასების კრიტერიუმებს.
|
ინფორმაციის გაცნობა
|
საერთო საკლასო
|
Power point-ში გაკეთებული სლაიდები;
|
2 წუთი
|
2
|
წინარე ცოდნის გააქტიურება.
აქტივობის მიზანი:
მოსწავლე შეძლებს გაიხსენოს იონური მიმოცვლის რეაქციების ტოლობების შედგენის პრინციპები, ელექტროლიტების დისოციაციის რეაქციები.
აქტივობის აღწერა:
წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით ვსვამ ლოგიკური თანმიმდევრობით დალაგებულ შეკითხვებს. მოსწავლეები პასუხობენ, მსჯელობენ, ახდენენ ანალიზს. საჭიროების შემთხვევაში ვსვამ დამაზუსტებელ შეკითხვებს, ვაძლევ უკუკავშირს.
|
კითხვების დასმა
|
საერთო საკლასო
|
Power point-ში გაკეთებული სლაიდებზე მოცემული კითხვები
|
3 წუთი
|
3
|
სასწავლო გაჩერებები
აქტივობის მიზანი:
მოსწავლე შეძლებს სიღრმისეულად გაიაზროს იონური მიმოცვლის რეაქციების მოლეკულური, შეკვეცილი და სრული იონური რეაქციების ტოლობების შედგენის პრინციპები, შეძლებს ნებისმიერი მოცემულობიდან (პირობიდან) იონური მიმოცვლის რეაქციების მოლეკულური, შეკვეცილი და სრული იონური რეაქციების ტოლობების შედგენას, შეკვეცილი იონური ტოლობების შესაბამისი მოლეკულური ტოლობების შედგენას.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი მოსწავლეებს მოსწავლეებს გააცნობსჯიგსოუს ტექნიკას. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით(გადათვლა) დაყოფს მოსწავლეებს ოთხ ჯგუფად (წყვილად). თითოეულ ჯგუფს ეძლევა ორი განსხვავებული დავალება:
I დავალება - იონური მიმოცვლის რეაქციების მოლეკულური, სრული და შეკვეცილი ტოლობების შედგენა;
II დავალება - შეკვეცილი იონური მიმოცვლის რეაქციის ტოლობიდან მოლეკულური და სრული იონური ტოლობების აღდგენა.
წყვილებში მოსწავლეები:
1. ადგენენ მიცემული იონური მიმოცვლის რეაქციის მოლეკულურ, სრულ და შეკვეცილი იონურ ტოლობებს, აანალიზებენ, აკეთებენ დასკვნას - რატომ მიმდინარეობს ეს რეაქცია ბოლომდე და შესაბამისი არგუმენტებით ამყარებენ გამოტანილ დასკვნას;
2. მოცემული შეკვეცილი იონური მიმოცვლის რეაქციიდან აღადგენენ მოლეკულური და სრული იონური რეაქციის ტოლობებს, აანალიზებენ და აკეთებენ დასკვნებს, ამყარებენ შესაბამისი არგუმენტებით.
მასალის დამუშავების შემდეგ ჯგუფები ამზადებენ პრეზენტაციას ფლიპჩარტზე.
|
თანამშრომლობითი სწავლების მეთოდი: წყვილებში
მუშაობა
|
წყვილებში
|
ბარათებიდავალებებით
|
10 წუთი
|
4
|
შესრულებული დავალების პრეზენტაცია
აქტივობის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს შესრულებული დავალების პრეზენტაცია
აქტივობის აღწერა:
შემთხვევითი შერჩევის პრინციპით თითოეული ჯგუფი წარმოადგენს შესრულებულ დავალებას. მოსწავლეებს ვუსაზღვრავ დროს. დანარჩენი ჯგუფები აძლევენ უკუკავშირს შემდეგი პინციპით: I ჯგუფი აძლევს უკუკავშირს II ჯგუფს, II ჯგუფი - III ჯგუფს, III ჯგუფი - IV ჯგუფს, IV ჯგუფი - I ჯგუფს. აკეთებენ დასკვნებს. საჭიროების შემთხვევაში ვაძლევ დამაზუსტებელ შეკითხვებს, ვაძლევ უკუკავშირს.
|
პრეზენტაცია
|
წყვილები
|
წყვილებში მომზადებული პრეზენტაცია/ფლიპჩარტი
|
16 წუთი
|
5
|
ქვიზის შესრულება
აქტივობის მიზანი:
გავიგო რა დონეზე აითვისა საკითხი თითოეულმა მოსწავლემ.
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეებს ვურიგებ ქვიზს, ისინი მუშაობენ ქვიზზე. დასრულების შემდეგ მაბარებენ ნამუშევარს.
|
ქვიზის შესრულება
|
ინდივიდუალური
|
ქვიზი შესაბამისი კითხვებით.
|
6 წუთი
|
5
|
გასასვლელ ბილეთებზე მუშაობა
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეებმა შეაჯამონ გაკვეთილზე მიღებული ცოდნა/უნარები.
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეებს ვურიგებ გასასვლელ ბილეთებს. ისინი ინდივიდუალურად მუშაობენ და სამუშაოს დასრულების შემდეგ ნამუშევრებს მაბარებენ.
შედეგების ანალიზის გათვალისწინებით განვსაზღვრავ მომდევნო გაკვეთილის მიზანს და დავგეგმავ შესაბამის აქტივობებს.
|
გასასვლელი ბილეთები
|
ინდივიდუალური
|
თაბახის ფურცლებზე დაბეჭდილი გასასვლელი ბილეთი
|
6 წუთი
|
6
|
მოსწავლეების შეფასება:
გაკვეთილის მიზნის მიღწევის დონის შემოწმებას მოვახდენ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებით.
გამოვიყენებ განმავითარებელი შეფასების შემდეგ მეთოდებს:
1. უკუკავშირი - მთელი გაკვეთილის განმავლობაში;
2. გასასვლელი ბილეთები;
3. მაღალი სააზროვნო უნარების შესაბამისი კითხვები - მთელი გაკვეთილის განმავლობაში;
4. დაკვირვების ფურცელი;
მოსწავლეებს გავაცნობ განმსაზღვრელი შეფასების შედეგებს (შეფასების სქემა ერთვის გაკვეთილის გეგმას)
საშინაო დავალების მიცემა შესაბამისი მეტაკოგნიტური ინსტრუქციით.
|
ინფორმაციის გაცნობა;
მინი ლექცია.
|
საერთო საკლასო
|
სახელმძღვანელო
|
2 წუთი
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მოსწავლეს შეუძლია:
· მოცემული იონური მიმოცვლის რეაქციების მოლეკულური, სრული და შეკვეცილი იონური ტოლობების შედგენა;
· შეკვეცილი იონური ტოლობების შესაბამისი მოლეკულური და სრული იონური ტოლობების შედგენა;
· არგუმენტირებული მსჯელობა იონური მიმოცვლის რეაქციების მიმდინარეობის შესახებ;
· სხვადასხვა სახის იონური მიმოცვლის რეაქციების დასრულების მიზეზების დადგენა;
· შეკვეცილი იონური რეაქციების აღდგენის დროს ამ რეაქციების ინტერპრეტირება.
შეფასება:
გაკვეთილის მიზნის მიღწევის დონის შემოწმებას მოვახდენ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებით.
გამოვიყენებ განმავითარებელი შეფასების მეთოდებს: უკუკავშირი, მაღალი სააზროვნო უნარების შესაბამისი კითხვები.
შესაბამისობა სასწავლო ეროვნულ გეგმასთან:
ქიმ.X.9.მოსწავლეს შეუძლია ხსნარების თვისებების ახსნა ელქტროლიტური დისოციაციის თეორიის საფუძველზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- ადგენს ელექტროლიტთა ხსნარებში მიმდინარე ქიმიური გარდაქმნების სრულ და შეკვეცილ იონურ ტოლობებს;
კრიტერიუმები
|
საშუალოზე დაბალი
1 - 4
|
საშუალო
5 – 7
|
კარგი
8 - 9
|
ძალიან კარგი
10
|
იონური მიმოცვლის რეაქციების მოლეკულური, სრული და შეკვეცილი იონური ტოლობების შედგენა
|
ვერ ადგენს იონური მიმოცვლის რეაქციების ტოლობებს ან შეუძლია მხოლოდ მოლეკულური ტოლობების შედგენა
|
სწორად ადგენს იონური მიმოცვლის რეაქციების სრული და შეკვეცილი იონური ტოლობებიდან მხოლოდ ერთს
|
უმნიშვნელო შეცდომებით ადგენს იონური მიმოცვლის რეაქციების მოლეკულური, სრული და შეკვეცილი იონური ტოლობებს
|
უშეცდომოდ ადგენს იონური მიმოცვლის რეაქციების მოლეკულური, სრული და შეკვეცილი იონური ტოლობებს
|
შეკვეცილი იონური ტოლობების შესაბამისი მოლეკულური და სრული იონური ტოლობების შედგენა
|
ვერ ადგენს შეკვეცილი იონური ტოლობების შესაბამისი მოლეკულური და სრულ იონურ ტოლობებს
|
შეკვეცილი იონური ტოლობების შესაბამისი მოლეკულური და სრული იონური ტოლობების შედგენისას უშვებს მნიშვნელოვან შეცდომებს
|
შეკვეცილი იონური ტოლობების შესაბამისი მოლეკულური და სრული იონური ტოლობების შედგენისას უშვებს უმნიშვნელო შეცდომებს
|
უშეცდომოდ ადგენს შეკვეცილი იონური ტოლობების შესაბამისი მოლეკულურ და სრულ იონურ ტოლობებს
|
იონური მიმოცვლის რეაქციების მიმდინარეობის შესახებ არგუმენტირებული მსჯელობის უნარი
|
ვერ მსჯელობს მიმოცვლის რეაქციების მიმდინარეობის შესახებ ან მოყვანილი არგუმენტები არაადეკვატურია
|
არგუმენტირებული მსჯელობისას უშვებს მნიშვნელოვან შეცდომებს ან მოყვანილი არგუმენტები უმეტესად არაადეკვატურია
|
არგუმენტირებული მსჯელობისას უშვებს უმნიშვნელო შეცდომებს ან მოყვანილი არგუმენტები ძირითადად
ადეკვატურია
|
უშეცდომოდ მსჯელობს იონური მიმოცვლის რეაქციების მიმდინარეობის შესახებ და მოყვანილი არგუმენტები ადეკვატურია
|
იონური მიმოცვლის რეაქციების დასრულების მიზეზების დადგენა
|
ვერ ადგენს მიზეზებს
|
მიზეზების დადგენისას უშვებს ფუნდამენტურ შეცდომებს
|
მიზეზების დადგენისას უშვებს უმნიშვნელო შეცდომებს
|
მიზეზებს ადგენს უშეცდომოდ
|
ხელმოწერა: ნინო მთვარელიშვილი
თარიღი: 22 აპრილი
No comments:
Post a Comment