Friday 21 June 2019

Wednesday 19 June 2019

ჩემი მოსწავლეები მუშაობის პროცესში








ჩემი რესურსი

სოფიკო ლობჟანიძე-,,როგორ დავგეგმოთ და განვახორციელოთ პროექტგაკვეთილი“


       გიზიარებთ მეთოდურ წერილს პროქტგაკვეთილის დაგეგმვის შესახებ


 სოფიკო ლობჟანიძე-,,როგორ დავგეგმოთ და განვახორციელოთ პროექტგაკვეთილი



           სოფიკო ლობჟანიძე-,,როგორ დავგეგმოთ და განვახორციელოთ პროექტგაკვეთილი
       მასწავლებლის  პორტფოლიოს  ერთ-ერთი  კომპონენტი  უნდა  იყოს  მის  მიერ დაგეგმილი  და  განხორციელებული  პროექტგაკვეთილი,  რომელსაც  ეძღვნება  წინამდებარე სტატია.პროექტგაკვეთილი  არის  სწავლების  განსაკუთრებული  ფორმა,  რომლის  დროსაც მასწავლებლები  და  მოსწავლეები  მიმართავენ  ერთობლივად  ფორმულირებულ თემას/საკითხს,  პრობლემას,  მის  დასამუშავებლად  ადგენენ  გეგმას,  მონაწილეობენ  ამ  გეგმის შესრულებაში და წარმოადგენენ ერთ საერთო პროდუქტს. პედაგოგიურ  ლიტერატურაში  პროექტგაკვეთილის  სხვადასხვა  სინონიმი  გვხვდება:პროექტმეთოდი, პროექტზე დაფუძნებული სწავლება, სასწავლო პროექტი და სხვ.პროექტგაკვეთილი  როგორც  მასწავლებლის,  ასევე  მოსწავლეების  წინაშე  სრულიად ახალ  ამოცანებს  აყენებს,  რომლებიც  მას  არსებითად  განასხვავებს  ტრადიციული გაკვეთილისგან.  პროექტით  სწავლება  გულისხმობს  სასწავლო  პროცესში  სკოლისგარეშე დაწესებულების  ჩართვას.  პროექტით  სწავლებასთან  ერთად  იზრდება  ორივე  მხარის  -როგორც  მასწავლებლის,  ასევე  მოსწავლის  -  კომპეტენციის  მოპოვების  პოტენციალი  და შესაძლებლობები.  პროექტგაკვეთილი  მასწავლებელს  მისცემს  შესაძლებლობას,  როგორც სასწავლო  პარტნიორმა,  სრულად  წარმოაჩინოს  თავისი  აღმზრდელობითი  და  პროფესიული კომპეტენცია.
პროექტგაკვეთილის დამახასიათებელი ნიშნები სწავლების  სხვა  მეთოდებისგან  პროექტგაკვეთილი  შემდეგი  ტიპობრივი  ნიშნებით გამოირჩევა:
·         პროექტის  ინიციატივა  მომდინარეობს  პროექტის  მონაწილეთაგან  -  როგორც მასწავლებლისგან, ასევე მოსწავლეებისგან;
·        პროექტის მონაწილეები თანხმდებიან ერთმანეთთან ურთიერთობის ფორმებზე;
·        ერთად  ავითარებენ  პროექტის  ინიციატივას,  რათა  საქმიანობა  იყოს  გააზრებული  და რაციონალური;
·        თანხმდებიან  პროექტგაკვეთილის  მიზანზე,  აქტივობებზე,  მუშაობის  პირობებზე, სავარაუდო შედეგებზე;
·         თავად  შემოსაზღვრავენ  დროით  ჩარჩოს  და  ამ  დროს  სხვადასხვა  აქტივობაზე ანაწილებენ;
·        თანხმდებიან  სამუშაოს  ჩარჩოებზე  -  შესაძლებლობებისა  და  ინტერესების გათვალისწინებით ინაწილებენ სამუშაოს;
·        მთელი  პროექტის  მიმდინარეობისას  ამჟღავნებენ  როგორც  ინდივიდუალურ,  ასევე ჯგუფურ  ინტერესს,  ანგარიშს  უწევენ  ორივეს,  ორივეს  კრიტიკულად  აფასებენ  და ავითარებენ;
·        მოსწავლეებს  უვითარდებათ  თვითორგანიზაციისა  და  თვითპასუხისმგებლობის გრძნობა;
·         აფასებენ როგორც საკუთარ, ასევე პროექტის სხვა მონაწილეთა საქმიანობას;
·        გრძნობენ  მუშაობის  პროცესში  თავჩენილ  პრობლემებს,  დაძაბულობასა  და კონფლიქტებს და ცდილობენ მათ მოგვარებას;
·        მზად არიან სხვადასხვა სიტუაციაში ერთმანეთის დასახმარებლად, მაშინაც კი, როცა მათი ინდივიდუალური ინტერესი არ არის წინა პლანზე;
·        საქმე აქვთ რეალურ, ცხოვრებისეულ სიტუაციებსა და საგნებთან;
·        მსჯელობენ  აქტუალურ  და  პრობლემურ  საკითხებზე,  რომლებსაც  თავად  აწყდებიან, ეძებენ მათი მოგვარების გზებს;
·         თავად გეგმავენ და აწარმოებენ კვლევის პროცესს;
·        თვალნათლივ ხედავენ პროექტის შედეგს;
·        ხშირად იღებენ მათთვის გამოსადეგ პროდუქტს.
რა სფეროებს შეიძლება მოიცავდეს პროექტგაკვეთილის თემა?
პროექტზე  დაფუძნებული  სწავლება  ხელს  უწყობს  მონაწილეთა  წინარე  ცოდნასა  და გამოცდილებაზე  ახლის  დაშენებას.  ამასთან,  პროექტმეთოდში  დიდი  მნიშვნელობა  ენიჭება მონაწილეთა  მოთხოვნილებებს,  მიდრეკილებებსა  და  ინტერესებს. 
პროექტგაკვეთილის  თემა უნდა იყოს აქტუალური და იგი შესაძლოა:
·        ეხებოდეს  პრობლემას,  რომლის  გადაჭრა  ერთი  საგნის  დისციპლინარული  ცოდნით
შემოიფარგლება, ანდა დისციპლინათაშორისი გამოცდილების გამთლიანებას ემსახურება.სასურველია, სხვადასხვა საგნისა და საგნობრივი ჯგუფის პედაგოგებმა ერთობლივად დაგეგმონ  და  განახორციელონ  პროექტგაკვეთილები,  რადგან  საგანთა  მომცველ  -ინტერდისციპლინარულ  -  პროექტებში  მონაწილეობა  მოსწავლეებს  ერთი  და  იმავე  საკითხის მრავალი  კუთხით  დანახვაში  ეხმარება.  ამ  დროს  მოსწავლეებს  გამოუმუშავდებათ ტრანსფერისა  (ერთ  სიტუაციაში  მიღებული  ცოდნის  სხვა  სიტუაციაში  გამოყენების)  და სხვადასხვა დისციპლინური გამოცდილების სინთეზის უნარი.
·        სცილდებოდეს  სასწავლო  პროგრამას  და  განპირობებული  იყოს  აღმზრდელობითი
მიზნით, საზოგადოებაში/თაობაში არსებული პრობლემით,  მოსწავლეთა ინტერესით.პროექტგაკვეთილის დაგეგმვისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:
·        სასწავლო  პროექტის  თემის  შერჩევაში,  დაგეგმვასა  და  პრობლემის  მართვაში აქტიურად  უნდა  მონაწილეობდეს  მოსწავლე.  ის  არ  უნდა  იყოს  მხოლოდ  შემსრულებლის,მით უმეტეს, ტექნიკური შემსრულებლის როლში; გადასაჭრელი  პრობლემა  პროექტის  მონაწილეთათვის  იყოს  მნიშვნელოვანი, აქტუალური;
·        პროექტგაკვეთილი  დაიგეგმოს  პრაქტიკული  საქმიანობისთვის  და  არა ღირსშესანიშნავი/საჩვენებელი  დღეებისთვის;  მაშასადამე,  დაგეგმილი  აქტივობები  უნდა ემსახურებოდეს თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია:
·        მოსწავლეთა ასაკობრივი მზაობა და ამ მზაობის შესაბამისი რესურსების გამოყენება;
·        საკმარისია  თუ  არა  მოსწავლეთა  კომპეტენცია  პროექტით  დასახული  მიზნებისა  და დაგეგმილი შედეგების მისაღწევად;
·        საკმარისია თუ არა ვადები პროექტის შედეგების მისაღწევად;
·        არის  თუ  არა   გუნდის  წევრებს  შორის  ფუნქციები  განაწილებული  ისე,   რომ წარმოჩნდეს ყოველი წევრის ძლიერი მხარე.უნარები, რომლებიც აუცილებელია პროექტზე სამუშაოდ პროექტზე  მუშაობის  დროს  მოსწავლეებს  უნდა  ჰქონდეთ  საინფორმაციო  სივრცეში ორიენტაციისა  და  დამოუკიდებელი  სწავლის  უნარ-ჩვევები,  ასევე  -  ანალიტიკური, შემოქმედებითი  და  კრიტიკული  აზროვნების  უნარები.  აუცილებელია,  მასწავლებელმა როგორც  ექსპერტმა  იგრძნოს,  როდის  არის  საჭირო  ჩარევა  და  როდის  უნდა  მისცეს მოსწავლეებს  დამოუკიდებელი  მუშაობის  საშუალება.  სპეციალისტები  მასწავლებლის  ამ როლს  მონაწილე  ხელმძღვანელს  უწოდებენ  და  ამით  ნათელყოფენ,  რომ  მასწავლებელი ახდენს  მოსწავლის  პროვოცირებას  პასიურიდან  აქტიურ  მდგომარეობაში  გადასაყვანად,  რათა  მან  შეიძინოს  ის  აუცილებელი  კომპეტენციები,  რომლებიც  პროექტზე  მუშაობას გაუადვილებს:
·        თანამშრომლობის  კომპეტენცია,  რაც  აუცილებელია  ჯგუფური  პროექტების განსახორციელებლად; კომუნიკაციის  კომპეტენცია  კონტაქტების  დასამყარებლად,  ერთობლივი  განსჯისა და მუშაობისთვის;
·        ორგანიზაციის  კომპეტენცია,  რომელიც  მას  პროექტის  დაგეგმვისა  და განხორციელების პროცესში გამოადგება;
·        პროდუქციის  შექმნის  კომპეტენცია,  რაც  მას  გამოადგება  ტექსტების, ვიდეოჩანაწერების, ფოტოების, რეპორტაჟების, ვებგვერდებისა და სხვათა მოსამზადებლად;
·        ცოდნის  ტრანსფერი  -  ერთ  სიტუაციაში  ნასწავლის  სხვა  სიტუაციაში  გამოყენების უნარი;
·        პასუხისმგებლობის კომპეტენცია;
·        თვითშეფასების კომპეტენცია;
·        პრეზენტაციის  კომპეტენცია,  რომელიც  აუცილებელია  პროდუქტის  პლენუმზე  ან სულაც საზოგადოების წინაშე წარსადგენად.პროექტგაკვეთილების ხანგრძლივობა და მოცულობა სასწავლო პროექტები მცირე, საშუალო და დიდ პროექტებად იყოფა.  მცირე  პროექტები  ორიდან  ექვს  საათამდე  გრძელდება  და  ხშირად  მხოლოდ  ორი  ან სამი კომპონენტისგან შედგება. საშუალო პროექტების ხანგრძლივობა საშუალოდ ერთი კვირა ან  ორმოცი  საათია,  რომელიც  შეიძლება  გადანაწილდეს  ერთ  სემესტრზეც.  დიდი  პროექტები შესაძლოა  რამდენიმე  წელი  გრძელდებოდეს  და მასში  მონაწილეობდეს  რამდენიმე  ჯგუფი  ან ინსტიტუტი. პროექტმეთოდის სქემა პროექტგაკვეთილს  აქვს  განსაზღვრული  სტადიები.  ნებისმიერ  სტადიაზე  მთავარია,  მოსწავლეს შესაძლებლობა მიეცეს, თავად იყოს პასუხისმგებელი საკუთარ ნამუშევარზე. მოკლედ განვიხილოთ პროექტმეთოდის სქემა.

Ø  პროექტის ინიციატივა
მასწავლებელი ან ჯგუფის ერთი ან რამდენიმე წევრი აღძრავენ სტიმულს კონკრეტულ პროექტზე. ისინი ჯგუფს გააცნობენ იდეას, მის  აქტუალობას, მოუხაზავენ ამოცანებს. ეს არის მხოლოდ  აუდიტორიისადმი/მომავალი  პროექტის  პოტენციური  მონაწილეებისადმი მიმართული  წინადადება.  განვითარდება  თუ  არა  ამ  წინადადებისგან  პროექტი,  დისკუსიის შედეგად გადაწყდება.
Ø  დისკუსია პროექტინიციატივის ირგვლივ (შედეგი - პროექტის მონახაზი)
ამ  ეტაპზე  ხდება  პროექტინიციატივის  განხილვა.  შემოთავაზებული პროექტინიციატივა  დისკუსიის  დროს  შესაძლოა  შეივსოს,  დაიხვეწოს.  ხშირად  ხდება,  რომინიციატივა  ახალ  იდეებს  წარმოშობს.  პროექტის  პოტენციური  მონაწილეები  განიხილავენ ყველა  შეთავაზებულ  იდეას,  მათ  აქტუალობას,  მიზანს,  განხორციელების  შესაძლებლობას, მონაწილეობის სურვილს და სხვ. დისკუსია  პროექტინიციატივის  ირგვლივ  შესაძლოა  ნეგატიური  შედეგით დასრულდეს  -  პროექტის  იდეამ  ვერ  პოვოს  თანხმობა.  პოზიტიური  შეთანხმების შემთხვევაში დისკუსია სრულდება პროექტის მონახაზით.
Ø  ქმედების სფეროს ერთობლივი განვითარება (შედეგი - პროექტის გეგმა)
ამ  ეტაპზე  მასწავლებელმა  და  მოსწავლეებმა  ერთობლივად  უნდა  გადაწყვიტონ, როდის  იწყებენ  პროექტზე  მუშაობას,  რა  აქტივობებია/ამოცანებია  განსახორციელებელი მიზნის  მისაღწევად,  რამდენი  ხანი  დასჭირდება  თითოეული  აქტივობის  შესრულებას,  რა რესურსებია  აუცილებელი,  სად  შეიძლება  მათი  მოძიება,  მოსწავლეები  სათითაოდ იმუშავებენ  თუ  ჯგუფებად,  ერთსა  და  იმავე  თემებზე  იმუშავებენ  თუ  სხვადასხვაზე, განსაზღვრავენ,  რა  წვლილის  შეტანა  შეუძლიათ  პროექტის  წარმატებით  განხორციელებაში. ამ  დროს  მნიშვნელოვანია,  მოსწავლეებმა  ადეკვატურად  შეაფასონ  საკუთარი შესაძლებლობები. მაშასადამე,  ამ  ეტაპზე  მნიშვნელოვანია  დამუშავდეს,  ვინ,  როგორ,  რას  და  რა  ხნის განმავლობაში აკეთებს. დასასრულ, უნდა შედგეს პროექტის გეგმა.
Ø  დაგეგმილის განხორციელება
როდესაც პროექტის მონაწილეები შეთანხმდებიან პროექტის გეგმაზე და წერილობით გააფორმებენ  მას,  იწყება  პროექტის  განხორციელება.  პროექტის  თითოეული  მონაწილე პასუხისმგებელია  იმ  ამოცანაზე,  რომლის  შესრულებაც  თავად  იკისრა  ან  სხვა  მონაწილეებმა დააკისრეს.  პროექტის  მიმდინარეობის  პროცესში  სასურველია  მოხდეს  მისი  შუალედური შეფასება/მონიტორინგი, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს პროექტის გეგმითაც.
Ø  პროექტის დასასრული
პროექტგაკვეთილი  სრულდება  შედეგების  პრეზენტაციით  (წერილობითი  ანგარიში, მაკეტი, აქცია, გამოფენა, კონფერენცია და ..).
Ø  განხორციელებული პროექტის  განხილვა და საბოლოო შეფასება
ამ  ეტაპზე  მონაწილეები  კიდევ  ერთხელ  მსჯელობენ  პროექტზე,  მის  შედეგზე,  ამ შედეგის ძლიერ და სუსტ მხარეებზე, რაც ხშირად ბადებს ახალი პროექტის განხორციელების იმპულსს. მაშასადამე, პროექტი მთავრდება და იბადება ახალი პროექტის იდეა.როგორ უნდა გაფორმდეს პროექტის გეგმა?
Ø  პროექტის  დასახელება    პროექტის  სათაურში  ლაკონურად  ასახეთ  პროექტისძირითადი არსი.
Ø  პრობლემის  განსაზღვრა  და  მისი  აქტუალობის  დასაბუთება  -  აღნიშნეთ კონკრეტული  პრობლემა,  რომლსაც  ეძღვნება  პროექტი  და  არგუმენტირებულად  დასაბუთეთ მისი აქტუალობა.
Ø  მიზანი  -  ჩამოაყალიბეთ  პროექტის  მიზანი,  მოახდინეთ  მისი  ფორმულირება ნათლად და კომპაქტურად, აღწერეთ მოსალოდნელი შედეგები.
Ø  ამოცანები  და  განხორციელების  გზები  -  ამოცანები  ის  ეტაპებია,  რომელთა თანამიმდევრული  და  ზუსტი  განხორციელებით  რეალიზდება  მიზანი.  მაშასადამე, ამოცანები არის საშუალება მიზნის მისაღწევად.პროექტის  განსახორციელებლად  დაგეგმილი  თითოეული  ამოცანისთვის წარმოადგინეთ:
Ø   მოკლედ და მკაფიოდ ფორმულირებული ამოცანების აღწერა;
Ø  ამოცანის განსახორციელებლად საჭირო დრო;
Ø  ამოცანის განსახორციელებლად საჭირო რესურსები;
Ø  ამოცანის მოსალოდნელი შედეგი;
Ø  მოსალოდნელი შედეგის ამსახველი მასალა;
Ø  ამოცანის შესრულებაზე პასუხისმგებელი მთავარი პირი;
Ø  მოსალოდნელი  შედეგები  -  ამ  ნაწილში  უნდა  აღწეროთ  ის  სავარაუდო  ეფექტი  ან მოსალოდნელი  შედეგი,  რაც  მოჰყვება  პროექტის  წარმატებით  განხორციელებას.   შედეგები
რეალისტური უნდა იყოს და  პროექტის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარეობდეს. პროექტი  განხორციელებულად  ჩაითვლება,  თუკი  მისი  შედეგები  თვალსაჩინოდ  და დამაჯერებლად,  კორექტული  ფორმით  იქნება  წარმოდგენილი.  შედეგი  შეიძლება  იყოს ანგარიში,  ფილმი,  გამოფენა,  აუდიოკასეტა,  ლექცია,  სურათი,  კონფერენცია...  უმჯობესია,  თუ  აუდიტორიას  გააცნობენ  არა  მარტო  შედეგებს,  არამედ  პროექტზე  მუშაობის  ყველა სტადიის  ამსახველ  დოკუმენტებსაც,  სადაც  ჩანს,  რას  გრძნობენ  მოსწავლეები  პროექტთან დაკავშირებით,  რა  ცოდნა  და  უნარები  შეიძინეს.    სამუშაო  შეიძლება  წარდგენილი  იყოს კლასის ან უფრო ფართო აუდიტორიის წინაშე.
Ø  პროექტის  შეფასება  და  თვითშეფასება 
ვინაიდან  ერთი  და  იგივე  პროექტი  ხშირად რამდენიმე  სფეროს  მოიცავს,  სამუშაოს  შეფასება  შესაძლოა  რამდენიმე  პედაგოგს  მოუწიოს. შეფასებისას  გათვალისწინებული  უნდა  იყოს  არა  მარტო  აკადემიური  კრიტერიუმები,  არამედ  პროექტში  გამოყენებული  ყველა  ცოდნა  და  უნარი.  პროექტის  დაგეგმვის  დროს აუცილებლად  გასათვალისწინებელია  შეფასების  მექანიზმი  და  პერიოდულობა  -  როგორ წარმოუდგენიათ  პროექტის  მონაწილეებს  (როგორც  მასწავლებლებს,  ასევე  მოსწავლეებს) პროექტის  შუალედური  და  საბოლოო  მონიტორინგი.  შიდა  მონიტორინგის  დროს  პროექტის განმხორციელებლები  აფასებენ,  როგორი  წარმატებით  მიმდინარეობს  პროექტი.  შუალედური შიდა  მონიტორინგის  (თვითშეფასების)  მუდმივი  წარმოება  პროექტის  მონაწილეებს დაეხმარება,  დაინახონ  მუშაობის  პროცესში  დაშვებული  შეცდომები,  გამოასწორონ  ისინი,  შეძლონ  დასახული  ამოცანების  ადაპტირება,  ეს  კი  ხელს  შეუწყობს  პროექტის  წარმატებით განხორციელებას  და  სასურველი  შედეგის  მიღებას.  გარე  მონიტორების  მხრიდან შუალედური  შეფასებისთვის  პროექტში  ჩართულმა  პირებმა  პერიოდულად  უნდა მოამზადონ  შუალედური  წერილობითი  თუ  ზეპირი  ანგარიშები.  გარე  მონიტორების  მიერ მიცემული  შენიშვნების,  რჩევების,  რეკომენდაციების  გათვალისწინება  აგრეთვე  შეუწყობს ხელს  პროექტის  წარმატებით  განხორციელებას.  პროექტის  საბოლოო  შეფასება  კი  საშუალება აძლევს  პროექტის  განმხორციელებლებს,  დაინახონ  მისი  ძლიერი  თუ  სუსტი  მხარეები  და  ეს მომდევნო პროექტზე მუშაობისას გაითვალისწინონ.
Ø  პროექტის  ბიუჯეტი 
 არსებობს  პროექტგაკვეთილები,  რომელთა  წარმატებით განხორციელებისთვის  გარკვეული  სახსრებია  აუცილებელი.  ამ  შემთხვევაში  პროექტის გეგმის  ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი  პუნქტია  პროექტის  ბიუჯეტი,  რომელიც  ლოგიკურად უნდა  უკავშირდებოდეს  პროექტის  აღწერაში  მითითებულ  ამოცანებს.  მნიშვნელოვანია,  რომ ბიუჯეტის  შედგენისას  თანხები  ყველა  საჭირო  აქტივობასა  და  რესურსზე  რაციონალურად და ადეკვატურად იყოს განაწილებული.  მაშასადამე,  სკოლის  პროექტგაკვეთილის  მიმდინარეობა  შეიძლება  დაიყოს  შემდეგ ფაზებად:
Ø  ინიციატივა - ინიციატივა ჩნდება, იდეები პროექტგაკვეთილისთვის ნაპოვნია;
Ø   დასაწყისი - პროექტი დაიწყო და დაიგეგმა;
Ø  განხორციელება - პროექტი ხორციელდება;
Ø  პრეზენტაცია - პროექტის შედეგების წარდგენა;
Ø  შეფასება (რეფლექსია) - პროექტი ფასდება და გრძელდება

ქიმიურ ელ l ემენტთა პერიოდიული სისტემა -  თამაში онлайн-игра  «таблица менделеева »    www.xumuk.ru/igra-tm/